მე ვარ ადამიანი, რომელმაც დაიწყო ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში, პირველი ვიყავი, ვინც ახსენა დავით კეზერაშვილის სახელი, იმიტომ ვარ კეზერაშვილის სამიზნე. ეს არის კეზერაშვილის შურისძიება ჩემი მისამართით, - ამის შესახებ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მან პირველმა დაიწყო ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა და პირველმა ახსენა დავით კეზერაშვილის სახელი.
„დავით კეზერაშვილის ინტერესებში შედიოდა და მან პეტრე ცისკარიშვილს მისცა დავალება, რომ „ბიბისის“ სკანდალის გადასაფარად რეალურად გაეკეთებინა ანონიმური ზარები, ზოგი ანონიმური და ზოგი ლეგალური მის მიერ დაფინანსებული „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, სადაც იტყოდნენ, რომ ხალხმრავალ ბიზნეს ცენტრებში არის ქოლ-ცენტრები, გამოიძახებდნენ პოლიციას და შექმნიდნენ იმის იმიტაციას, რომ საქართველოში ქოლ-ცენტრები მუშაობს. მე ეს ინფორმაცია მქონდა და შესაძლებელია თანმიმდევრულად ჩაჰყვეთ ჩემს ფეისბუქის გვერდს.
მე ვარ ადამიანი, რომელმაც დაიწყო ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში, პირველი ვიყავი, ვინც ახსენა დავით კეზერაშვილის სახელი. იმიტომ ვარ კეზერაშვილის სამიზნე, რომ ეს არის კეზერაშვილის შურისძიება ჩემი მისამართით. მე დავაანონსე ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხება აგვისტოს ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესს, კონკრეტულად იარაღით ვაჭრობას. როგორ მიჰყიდეს აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს ამერიკული იარაღი.
ქოლ-ცენტრების სკანდალის შემდეგ, როდესაც ჩემი მეშვეობით იქნა გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში კეზერაშვილი ფლობს ქოლ-ცენტრებს და ქოლ-ცენტრების სკანდალი პირდაპირ დაუკავშირდა მის სახელსა და გვარს, მას აქვს ასეთ ფრაზები ნათქვამი - კილაძე და ჯიბლაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დედა მიტირეს და ისინი ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ, საუბარი იყო, დიახ, გავისვრი თუ დამჭირდა“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
24 თებერვალს ONGO.GE გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი.