G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები: რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას, მოსკოვისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები: რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას, მოსკოვისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას, მოსკოვისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, -ნათქვამია დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. მათი შეხვედრა იაპონიაში გაიმართა.

წამყვანი ეკონომიკის 7 ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, კრემლის ბირთვულ რიტორიკას უპასუხისმგებლო უწოდეს. მათ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილება დაგმეს.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარება, მძიმე საფასურს გადაიხდის.