32 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ამით განსაზღვრა ჩვენი სამშობლოს ბედი და ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენი ხალხის ურყევი ნება - საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამენტია, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა.
„ეს გამარჯვება ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის შედეგია, თუმცა გამორჩეულად დიდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წვლილი, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები“, - წერს კალაძე Facebook-ზე.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 32 წელი გავიდა.