გია ცაგარეიშვილი: სუფთა წყლის პოლიტიკური ინსინუაციაა ის, თითქოს ვინმე ხელს უშლის სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ საქმე წაიღონ სტრასბურგში

გია ცაგარეიშვილი: სუფთა წყლის პოლიტიკური ინსინუაციაა ის, თითქოს ვინმე ხელს უშლის სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ საქმე წაიღონ სტრასბურგში

სუფთა წყლის პოლიტიკური ინსინუაციაა ის, თითქოს ვინმე ხელს უშლის სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ საქმე წაიღონ სტრასბურგში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრის ადვოკატების მხრიდან ევროპულ სასამართლოში არწასვლის მიზეზი, მოსალოდნელი მარცხია.

„მე ვფიქრობ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ მარცხისთვის არის ეს განწირული. დანარჩენი ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით არის სუფთა წყლის პოლიტიკური ინსინუაცია, თითქოს ვინმე საქართველოში აფერხებს ამ საქმეს და ხელს უშლის სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ მათ წაიღონ საქმე სტრასბურგში. ასეთი რამ უბრალოდ გამორიცხულია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.