მომავალ კვირაში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.
ამ პარტიასთან თანამშრომლობის სურვილს ბევრი პოლიტიკოსი გამოთქვამს.
ოქრუაშვილის თანამოაზრედ თავის დროზე ნინო ბურჯანაძეც მოიაზრებოდა.
შარშან ისინი ერთმანეთს აქტიურად ეკონტაქტებოდნენ. რამდენიმე თვის წინ აქტიურად საუბრობდნენ, რომ ისინი ახალ მოძრაობას ქმნიდნენ.
ბურჯანაძეს არშექმნილ პარტიაზე საუბარი უჭირს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალ პარტიასთან ითანამშრომლოს.
ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ახალი პარტია წარმომადგენლობით კრებასთან ითანამშრომლებს.