იაგო ხვიჩია: გიორგი ვაშაძე ჩემპიონი იქნებოდა უდროო დროს ბოიკოტებით, პარლამენტში ნაცმოძრაობა რომ არ არსებობდეს

იაგო ხვიჩია: გიორგი ვაშაძე ჩემპიონი იქნებოდა უდროო დროს ბოიკოტებით, პარლამენტში ნაცმოძრაობა რომ არ არსებობდეს

ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე დაესწრება - ზურაბიშვილთან მიმართებით ნულოვანი ნდობა მაქვს“. 

„ბატონი გიორგი ვაშაძე ჩემპიონი იქნებოდა უდროო დროს ბოიკოტებით,  ნაცმოძრაობა რომ არ არსებობდეს პარლამენტში. შესაბამისად, ის ნაწილი - ბოიკოტს ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს, მანამდე, ბოიკოტს ვუცხადებ საქართველოს პარლამენტს და ა. შ. ჩემი აზრით, არის ყველაზე პროქოცური გზავნილი, რაც შეიძლება დღეს პოლიტიკურ სპექტრში არსებობდეს“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.