შსს-მ მკვლელობა მომხდარიდან ერთ საათში გახსნა

შსს-მ მკვლელობა მომხდარიდან ერთ საათში გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის და ხობის რაიონული სამმმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რეზო ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 13 აგვისტოს, საღამოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, ბებიასთან სტუმრად მყოფი 1976 წელს დაბადებული იროდიონ კაპანაძე გაგუდა და მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჭაობში გადააგდო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).