ფისომ, რომელსაც პედრო პასკალი ჰქვია, ინტერნეტის დაპყრობა სულ რაღაც ერთ დღეში მოახერხა. ის კანზასის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა და მას შემდეგ, რაც ინტერნეტმა მისი სახელის შესახებ გაიგო, სოციალურ მედიაში ის 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ბუნებრივია, პედროს ახალი პატრონიც მალევე გამოუჩნდა.
ტვიტერზე ფისო პედროს სახალისო ფოტოები გამოქვეყნდა. მსახიობ პედრო პასკალის ცნობილ სცენებში ფისოს ფოტოები იყო ჩასმული, რაც ტვიტერის მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ. ფოტოები გამოჩენისთანავე ვირუსულად გავრცელდა.
ახალი სახელისა და კრეატიული პოსტის მეშვეობით, ფისოს მზრუნველი პატრონები მალევე გამოუჩნდნენ. თავშესაფრის ვებგვერდმა ყველას შეატყობინა, რომ პედრო პასკალი უკვე იშვილეს, თუმცა 24 ფისო თავის მზრუნველ პატრონს ისევ ელოდება.
"პედრო ჩვენთან ქალაქ უიჩიტას თავშესაფრიდან გადმოიყვანეს. ის ქუჩაში იპოვეს, მას შემდეგ კი ეს მომხიბვლელი ბიჭი, რომელსაც მოფერება ძალიან უყვარს, ჩვენთან ცხოვრობდა", — ვკითხულობთ ტვიტერის პოსტში.
მართალია, მსახიობის პედრო პასკალი ტვიტერის პოსტს არ გამოხმაურებია, თუმცა ფისო პედრო პასკალი ახლა უკვე მზრუნველ ოჯახთან ერთად ცხოვრობს.