ირაკლი კობახიძე: საზოგადოება ძალიან ადვილად ცნობს აგენტურას, რაც არ უნდა დაარქვა, როგორი რებრენდინგიც არ უნდა გააკეთო, მარტივად ამოიცნობა აგენტურა

ირაკლი კობახიძე: საზოგადოება ძალიან ადვილად ცნობს აგენტურას, რაც არ უნდა დაარქვა, როგორი რებრენდინგიც არ უნდა გააკეთო, მარტივად ამოიცნობა აგენტურა

ძალიან ადვილია აგენტის ამოცნობა, რაც არ უნდა რებრენდიგი უკეთო, გინდა ნაცმოძრაობაში" თანამდებობის მქონე ადამიანი ჩასვა სიებში, გინდა სხვანაირი ადამიანი ჩასვა სიებში, აგენტი ამოიცნობა ადვილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აგენტად კარგ ადამიანს ვერ შეარჩევ, აგენტი ავტომატურად ნიშნავს, რომ არის უვარგისი ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ არის აბსოლუტურად ლოგიკური ჩაკეტილი სივრცე.

რეალურად ჩანს, რომ ეს არის გარედან მართული პროცესი, ნახეთ, რომ წინა არჩევნების შემთხვევაში, დიფ სთეითის" მთავარი ამოცანა იყო, ნაცმოძრაობა" გადასულიყო ოპოზიციაში მეორე ადგილზე და პრინციპში ეს შედეგი ვიხილეთ. მაგრამ ისიც ნახეს ამ ადამიანებმა, რომ ვიდრე ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული პირები არიან ჩვენი ოპონენტები, ვერაფერს ვერ გვიშვებიან, ვერ გვერევიან. ახლა გადაწყვიტეს, რომ ვინც იყო უშუალოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებული - ნაცმოძრაობა", ახალი", ისინი ჩამოშორდნენ პროცესს და დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ იკავებდნენ თანამდებობებს წინა ხელისუფლების პირობებში. ეს არის ლელო", გარდა ზოგიერთის სამადაშვილი და ასეთები მათაც ჰყავთ, მაგრამ ხაზარაძე და ჯაფარიძე მართალია, იყვნენ ჩართული მძიმე სქემებში წინა ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ თანამდებობებს არ იკავებდნენ. აქეთ არის გახარია, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობდა მაშინ საქართველოში და ფიქრობენ, რომ ასე უფრო ადვილი იქნება ნაცმოძრაობის" რებრენდინგი, თუმცა ესეც განწირულია. ამ სცენარის პირობებში 65 პროცენტი გახდა ჩვენი რეიტინგი.

მთავარი პრობლემა რა არის - ძალიან ადვილია აგენტის ამოცნობა, რაც არ უნდა რებრენდინგი უკეთო, გინდა ნაცმოძრაობაში" თანამდებობის მქონე ადამიანი ჩასვა სიებში, გინდა სხვანაირი ადამიანი ჩასვა სიებში, აგენტი ამოიცნობა ადვილად. საზოგადოება ძალიან ადვილად ცნობს უკვე აგენტურას, რაც არ უნდა დაარქვა, როგორი რებრენდინგიც არ უნდა გააკეთო, ისე მარტივად ამოიცნობა ეს აგენტურა, ყოველთვის აგებენ და მომავალშიც წააგებენ არჩევნებს. წააგებენ 2028 წელსაც საპარლამენტო არჩევნებს და 2032 წელსაც საპარლამენტო არჩევნებს. აგენტად კარგ ადამიანს ვერ შეარჩევ. აგენტი ავტომატურად ნიშნავს, რომ არის უვარგისი ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური ჩაკეტილი სივრცე. იმიტომ, რომ შენ გინდა მაინცდამაინც აგენტს ამართინო ეს ქვეყანა, გიწევს პოლიტიკოსებად შეარჩიო აბსოლუტურად დამახინჯებული აზროვნების მქონე ადამიანები, როგორებიც არიან იგივე ხაზარაძე, გახარია, სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე, მელია და სხვები. ეს ლოგიკური ჯაჭვია, რადგან აგენტი გინდა მოიყვანო ხელისუფლებაში, აგენტად როგორ შეიძლება კეთილსინდისიერი და ჯანსაღი ადამიანი შეარჩიო, ამიტომ უწევთ ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებიც არიან მახინჯი აზროვნების მქონე", -