ჟიზელ ბიუნჰენმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემის Vanity Fair-ის გარეკანი დაამშვენა, რომელთან ინტერვიუშიც მის ცხოვრებაში ამჟამინდელ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, განქორწინებაზე ისაუბრა. როგორც იცით, გასული წლის ოქტომბერში სუპერმოდელმა ყოფილ მეუღლესთან ტომ ბრედისთან 12 წლიანი თანაცხოვრება ოფიციალუდად საბოლოოდ დაასრულა.
“ზოგჯერ ადამიანები ერთად იზრდებიან და ვითარდებიან, ზოგჯერ კი ცალცალკე. მე 26 წლის ვიყავი, როდესაც ერთმანეთს შევხვდით, ის 29 წლის იყო. ორივეს გვინდოდა ოჯახის შექმნა, გვინდოდა ერთად უფრო ბევრი რამე შეგვექმნა, თუმცა დრო გავიდა და ჩვენი სურვილები შეიცვალა, ჩვენ სხვადასხვა რამ გვინდოდა და დადგა დდო მიგვეღო საერთო გადაწყვეტილება.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აღარ გიყვარს, უბრალოდ თუ გინდა რომ სწორად იცხოვრო და ბედნიერი იყო, უნდა დაფიქრდე რეალურად რა გინდა. ოჯახში აუცილებელია თავდაპირველად ორი ადამიანი, რომლებიც ერთად უნდა მოქმედებდნენ, მარტო ვერ ითამაშებ. მან მაინც კარგად მოახერხა გარკვეული დროის განმავლობაში ამის გაკეთება”. – როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, ჟიზელი ინტერვიუებში პირდაპირ არ ამბობს იმას, რომ ტომმა მასზე კარიერული საქმიანობის გამო თქვა უარი, თუმცა მათი განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.