იტალიური მაღალი მოდის ბრენდის კრეატიული დირექტორის თანამდებობას დიზაინერი ჯერემი სკოტი მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საბოლოოდ ტოვებს.
თითქმის ერთი დეკადა ხელმძღვანელობდა ყველასგან განსხვავებული ხედვის მქონე დიზაინერი ბრენდს.
ამჟამად იტალიელმა ვასკვლავმა გადაწყვიტა ადგილი სხვა შემოქმედებს დაუთმოს. სკოტი Moschino-ს მოდის სახლში რიგით მესამე კრეატიული დირექტორი იყო, ფრანკო მოსკინოს მიერ 1983 წელს დაფუძნებულ ბრენდს, 1994 წლიდან Rossella Jardini ხელმძღვანელობდა, ჯერემი სკოტი კი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა. მისი სადებიუტო კოლექცია პოდიუმზე საზოგადოებამ 2014 წელს იხილა.