შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გიორგი ჯ. თბილისში, კანკავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი „აუდი“-ს მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).