მუსიკალუდი ინდუსტრია დღითიდღე უფრო იზრდება და ვითარდება. პოპვარსკვლავები პროფესიული განვითარების გარდა ცდილობენ საკუთარი ბედი სხვა სფეროებშიც სცადონ, მაგალითად ლედი გაგამ, რობინ რიანა ფენტიმ და სელენა გომესმა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი შექმნეს, რომლებიც მათი შემოსავლის ამჟამინდელი ერთ-ერთი მთავარი წყაროა. რამდენიმე თვის წინ ბარბადოსელი მომღერლის რიანას შემოსავლებმა მილიარდს გადააჭარბა, რის გამოც ის ყველაზე წარმატებულ ქალ მუსიკოსად აღიარეს.
ამერიკელი ვარსკვლავი და გასული დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი ტეილორ სვიფტი აღნიშნულ მომღერალთა სიას ნამდვილად არ მიეკუთვნება, რადგან მისი შემოსავლის წყარო ამჟამად მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრია და საკუთარი სიმღერებით გამომუშავებული თანხაა. Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტეილორის ქონება ამჟამად 600 მილიონ დოლარს შეადგენს, Eras Tour-ის შემდეგ კი უცხოური გამოცემების პროგნოზით მომღერლის ქონებამ შესაძლოა მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება ტეილო სვიფტი გასული დეკადის პირველი ქალი ვარსკვლავი იქნება, რომელიც მილიარდერი მხოლოდ “სიმღერით” გახდა.