კომპანია Disney+ ბრიტანელი მომღერლის, ედ შირანის შესახებ მინისერიალს გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
სერიალი „ეს ყველაფერი ჯამში“ (The Sum of It All) ედ შირანის ცხოვრებისა და მოღვაწეობას ეძღვნება. 4 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი პლატფორმაზე 3 მაისს გამოქვეყნდება.
სერიალში შევა აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები მუსიკოსის პირადი არქივიდან, ასევე ახალი ინტერვიუები მასთან და მისი ოჯახის წევრებთან.