ცოტა ხნის წინ კიანუ რივზი ჯიმი ფელონის შოუს ეწვია. რივზმა თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომლის წესების მიხედვითაც, სწორი პასუხების ავტორს კალთაში ცუგას უსვამენ. მართალია, თავიდან კიანუს თამაშში გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, თუმცა შეჯიბრი ექვს ცუგასთან ერთად დაასრულა.
ჯიმი ფელონის წინააღმდეგ კიანუ რივზი ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. მსახიობი თავდაპირველად 2 ლეკვით დასაჩუქრდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, სწორი პასუხების მეშვეობით კიანუმ მეტ ლეკვთან შეძლო ჩახუტება და ინტერნეტიც აღაფრთოვანა.
თამაშის ბოლო რაუნდში კიანუ რივზი ლეკვებთან ერთად თითქმის ვეღარ ახერხებდა ფურცელზე პასუხის დაწერას, რომელიც საბოლოოდ სწორი აღმოჩნდა და მსახიობი კიდევ ერთი ლეკვის დროებითი პატრონი გახდა. "ვინ არის ლეკვების მეფე? მე ვარ ლეკვების მეფე", — იხუმრა რივზმა.
ანცმა ლეკვებმა თამაშის ბოლოს სცენიდან გაქცევა და დარბაზში კუნტრუში გადაწყვიტეს, თუმცა თამაშის წამყვანის მოფერების წყალობით ისინი ადგილზე დაბრუნდნენ. კიანუ რივზისა და ლეკვების ვიდეომ კი ინტერნეტი დაიპყრო.