მათ ამ მავნებლურ კამპანიას, რომელსაც ისინი აწარმოებენ ევროპაში, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღეს ბანი მისცა საქართველოს პარლამენტის ერთმა წევრმა, ჩვენმა ოპონენტმა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ადამიანები აღმოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რომლებიც კანდიდატის სტატუსს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს აბამენ იმას, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათ არ უნდათ კანდიდატის სტატუსი, თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. მათ არ უნდათ ამ ქვეყნის წარმატება, თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში - ეს არის მათი მიზნებისა და ზრახვების გამჟღავნება და მტკიცებულება, რატომ მავნებლობენ ქვეყნის მიმართ უკვე წლების განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.