ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა, კიანუ რივზმა, და რეჟისორმა ჩად სტაჰელსკიმ გადაწყვიტეს, ფილმი John Wick: Chapter 4 ლანს რედიკის ხსოვნისთვის მიეძღვნათ.
"ჩვენ ძალიან დამწუხრებულები ვართ და გული გვტკივა ჩვენი საყვარელი მეგობრისა და კოლეგის, ლანს რედიკის, დაკარგვის გამო," — განაცხადეს კიანუმ და ჩადმა. — "ის ნამდვილი პროფესიონალი იყო და მასთან ერთად მუშაობას სიხარული მოჰქონდა ჩვენთვის. ჩვენი სიყვარული და ლოცვა მის ცოლს, სტეფანის, მის შვილებს, ოჯახსა და მეგობრებს. ამ ფილმს ჩვენ მის ხსოვნას ვუძღვნით. ძალიან მოგვენატრება."
ლანს რედიკი 17 მარტს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი John Wick-ის პირველივე ფილმში მონაწილეობდა და მეოთხე ნაწილშიც გეგმავდა დაბრუნებას. მის გარდაცვალებამდე რეჟისორი ჩად სტაჰელსკიმ განაცხადა, რომ ძალიან უხაროდა კვლავ მასთან ერთად მუშაობა.