15 მარტს გამოქვეყნებულმა კვლევამ ყნოსვის მოლეკულების დიდი ხნის თავსატეხი ამოხსნა. ამისთვის მეცნიერებმა ადამიანის სუნის რეცეპტორის პირველი 3D მოდელი შეიმუშავეს.
ის თუ როგორ ააქტიურებს სუნის მოლეკულა ადამიანის სუნის რეცეპტორს, გადამწყვეტი ფაქტორია ყნოსვის გაშიფვრაში. ამ ყველაფერზე UCSF-ის მეცნიერები მუშაობენ.
UCSF-ის მიხედვით, ჩვენს ორგანიზმში ყველაზე ფართო და მრავალფეროვანი რეცეპტორების ოჯახის ნახევარი არის სუნის რეცეპტორები — ცილები, რომლებიც აკავშირებენ სუნის მოლეკულებს სხვა უჯრედების ზედაპირთან. მეცნიერებს ამ პროცესის უკეთ გაგება სურთ.
"ჩვენი სფეროსთვის ეს დიდი ხნის მიზანი იყო. საბოლოოდ ათასობით სუნის მოლეკულის ურთიერთქმედების რუკის შედგენა გვსურს. ამით ქიმიკოსებს შეეძლებათ მოლეკულების სისტემების წინასწარ განსაზღვრა", — თქვა ააშიშ მანგლიკმა, მედიცინის დოქტორმა.
ააშიშის თქმით, შესაბამისი რუკების გარეშე საბოლოო მიზნის მიღწევა რთულია და ისინი ამისთვის მუშაობენ. მეცნიერებს სურთ გაიგონ თუ როგორ მუშაობს სისტემა ფუნდამენტურ დონეზე.
ახლა მკვლევრები ეძებენ სუნის რეცეპტორს, რომელიც გხვდება როგორც ცხვირში, ისე სხეულის სხვა ნაწილებში. მათი თქმით, ასეთი რეცეპტორის შემუშავება უფრო მარტივი იქნება. საბოლოოდ, მეცნიერებმა შეარჩიეს OR51E2 რეცეპტორი, რადგან ის რეაგირებს პროპიონატზე, ნაერთზე, რომელიც მონაწილეობს შვეიცარიული ყველის ძლიერ არომატში.
"ჩვენ წლების განმავლობაში ვოცნებობდით ამ პრობლემის მოგვარებაზე და მსგავსი რეცეპტორის შერჩევაზე. ახლა ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯები და გვაქვს რეალური ხედვა იმისა, თუ როგორ უკავშირდება ყნოსვის მოლეკულები სუნის რეცეპტორებს. ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია", — ამბობენ მკვლევრები.