რა როლს ასრულებს ვარჯიში 85 წლის ჯეინ ფონდას ცხოვრებაში

რა როლს ასრულებს ვარჯიში 85 წლის ჯეინ ფონდას ცხოვრებაში

პოლიტიკური აქტივისტი, მსახიობი, ფიტნეს გურუ და მოდელი ჯეინ ფონდა 21 დეკემბერს 85 წლის გახდა, მიუხედავად ასაკისა, ჯეინის იმიჯი დღეს ისეთი ძლევამოსილი, ქარიზმატული და მიმზიდველია, როგორიც გასული წლების განმავლობაში იყო. H&M-ის ახალი კამპანიის ამბასადორი ახალ ინტერვიუში ცხოვრების გამოწვევებზე და 80-იან წლებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

ჯანსაღი ცხოვრება

თუ გინდათ იყოთ ძალიან გამხდარი, ეს არ არისკარგი. ეს ყველაფერი ვნებს თქვენსჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურადაცგასუსტებთ. გიყვარდეთ ისეთი თავები, როგორებიც ხართ, უბრალოდ მაქსიმალურადეცადეთ შექმნათ თქვენი თავების საუკეთესოვერსია, ისე, რომ არ დააზიანოთ თქვენი არცჯანმრთელობა და არც მენტალობა.

ვარჯიში

ვარჯიში დღესაც რელევანტურია, იმიტომ რომდღესაც “მუშაობს”. მე ახლა 85 წლის ვარ დაბუნებრივია, რომ ისე ვერ ვვარჯიშობ, როგორცადრე ამას ვახერხებდი. იმავე მოძრაობებსვაკეთებ, თუმცა უფრო ნელა. ახლა რომდამაბრუნოთ 40 წლის წინ და ჩემი თავიდამანახოთ ვარჯიშის დროს, ვიტყოდი: “რაჯანდაბას აკეთებს ეს ქალი?”, მაგრამ ფაქტია, რომ მე ფორმა 85 წლის ასაკშიც კი შევინარჩუნე. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტემპით ვმუშაობახლა, მთავარია ის, რომ შედეგს მაინც ვდებ.

აქტივობა

აუცილებელია იყოთ აქტიურები. ადრე მევკავდებოდი ფიზიკური აქტივობით, რომ უფროლამაზი და მიმზიდველი ვყოფილიყავი, თუმცაახლა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სწორიაჩემთვის. ასაკის მომატებასთან ერთადაუცილებელია კუნთები არ მოდუნდეს დაორგანიზმი არ დასუსტდეს.

რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრომნიშვნელოვანი ხდება ვარჯიში შენსცხოვრებაში. არ არის აუცილებელი დადიოდეთსპორტდარბაზში, მთავარია კავდებოდეთფიზიკური აქტივობით. ნებისმიერი ფსიქოლოგიან ფსიქიატრი გეტყვით, როდესაც აერობიკითკავდებით ამ დროს თქვენს სხეულშიენდორფინები, ბედნიერების ჰორმონებიგამოიყოფა, სწორედ ამ დროს იწვებაკალორიები.

მოტივაცია

საუკეთესო მოტივაცია, როდესაც რაღაცისგაკეთება გინდათ არის ძალა, დაიწყოთნებისმიერი საქმე, მთავარი ყოველთვისდაყწებაა, არ აქვს მნიშვნელობა, როგორგრძნობთ თავს, გგონიათ თუ არა რომ ესა თუ ისსაქმე გამოგივათ ან არ გამოგივათ. თუდაიწყებთ, საქმის გაკეთების პროცესშიმიხვდებით, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ესშედეგზე აუცილებლად აისახება.

ფემინიზმი

თავდალირველად, ვერ გავიაზრე ფემინიზმისარსი და ვიფიქრე “ეს ხომ დროისუაზროხარჯვაა, ისინი იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ შეაჩერონ ომი”, თუმცა შემდეგგავაანალიზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთსაზოგადოებაში, რომელიც გამუდმებითცდილობს ქალებისდაკნინებასა დაშევიწროვებას. მიხარია, რომ ფემინიზმის არსიკარგად შევისწავლე.

ერთიანობა უფრო დიდი ძალაა

ინდივიდუალიზმზე ბევრის საუბარი შემიძლია, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩემი მესამექორწინების ბოლოს გავაანალიზე, რომ ყველაკაცი, რომელიც მიყვარდა და რომელთანერთადაც ვიყავი ურთიერთობაში იყოზედმეტად ინდივიდუალური, მათთვის უცხო იყოის, რომმეჩვენებინა როდის ვიყავი დაუცველი, თითქოს ეს სისუსტედ ითვლებოდა.

ვფიქრობ, ადამიანები ყველაზე ძლიერები ვართმაშინ, როდესაც ერთმანეთის გვერდით ვართდაგუნდურად ვიბრძვით. როდესაც ვამბობ: “მიშველეთ, მტკივა, გასაჭირში ვარ, დამეხმარეთ”, მე მოველი იმ ადამიანებისგანდახმარებას, რომლებიც მიყვარს.

H&M-ის ამბასადორი

მე წლების წინ საჯაროდ აღვნიშნე, რომ სამი წლის განმავლობაშ არ ვყოფილვარ საყიდლებზე. შესაძლოა, ამის გამო ადამიანებმა იფიქრონ, თუ რატომ დავთანხმდი H&M-თან თანამშრომლობას, მე ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს და ჩემი ფორმა წლებია არ შეცვლილა, ასე რომ ახალი ტანსაცმლები არ მჭირდება, ყველა ადამიანი ჩემნაირად არ არის. ისინი ფიქრობენ, რა იყიდონ, როგორი ქსოვილი, როგორი ფერი, როგორი ხარისხი, მე კი მათ არჩევანის გაკეთებაში ვეხმარები. H&Mჩართულია არაერთ კამპანიაში, რის შედეგადაც პლანეტის დასაცავად პროდუქციას გადაამუშავებენ.