ლედი გაგა ოსკარის წითელ ხალიჩაზე წაქცეულ ფოტოგრაფს ადგომაში დაეხმარა

ლედი გაგა ოსკარის წითელ ხალიჩაზე წაქცეულ ფოტოგრაფს ადგომაში დაეხმარა

ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი 2023-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებას ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ და მათ შორის, ერთ-ერთი ლედი გაგა იყო. როცა მომღერალი წითელ ხალიჩაზე გამოვიდა, ამ დროს ერთ-ერთი ფოტოგრაფი უცებ წაბორძიკდა და წაიქცა. მართალია, იქ მყოფი ადამიანები დაიბნენ, თუმცა ლედი გაგამ სწრაფად იმოქმედა და ფოტოგრაფს დაეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ ლედი გაგა ფოტოგრაფისგან შორის იყო, სხვა ვარსკვლავები დაბნეულები იდგნენ და წაქცეული კაცის დახმარება მომღერალს ვერ დაასწრეს. ლედი გაგამ წაქცეულ ფოტოგრაფთან მაშინვე მიირბინა, დარწმუნდა, რომ ის კარგად იყო და შემდეგ წამოდგომაში დაეხმარა.

წითელ ხალიჩაზე მყოფმა ვარსკვლავებმა და ფოტოგრაფებმა ლედის გაგას ტაში დაუკრეს და ამ საქციელის გამო შეაქეს. თავად ფოტოგრაფმა კი მას მადლობა გადაუხადა. ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ლედი გაგამ თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

"ლედი გაგა ერთადერთი ადამიანი, რომელიც წითელ ხალიჩაზე წაქცეულის დასახმარებლად მიბრუნდა. ეს ქალი ძალიან კეთილი და თავმდაბალია", — წერს ტვიტერის მომხმარებელი. სოციალურ ქსელებში ლედი გაგას ამ დრომდე აქებენ.