ხათუნა სამნიძე კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე: არ ვიცი, უნდა შევისწავლო და მერე გეტყვით

ხათუნა სამნიძე კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე: არ ვიცი, უნდა შევისწავლო და მერე გეტყვით

კანადაში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც მთავრობა უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავს, ოპოზიციაში საუბრობენ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„კანადის ამბავი არ ვიცი, უნდა შევისწავლო და მერე გეტყვით“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ,  რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს - მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.