ირაკლი კობახიძე: ჩვენ რადიკალურ ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი არ გვაქვს. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით

ირაკლი კობახიძე: ჩვენ რადიკალურ ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი არ გვაქვს. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით

მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენ მათი კონსტრუქციულობის იმედი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სხვანაირი დავალებით მოქმედებენ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ისინი არც კანონპროექტების მიღებაში იყვნენ ჩართული, არც ომბუდსმენისა და არც რომელიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებაში. ამ კუთხით მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით, 100%-იანი ალბათობით, სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპელი ლიდერები ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთონ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს და დეკემბერში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

Aburjga Tasmanieli ირაკლი, ჩემო კარგო კაცო, რაც მოხდა კიდევ ევროინტეგრაციის პროცესზე ლაპარაკობ, ჩემო ჭკვიანო?! იქნებ ჯადო გაგიკეთა ვინმემ, იქნებ თვალი გეცა და გამოსალოცი ხარ?! რაღა დროს ევროინტეგრაციაა, უკვე კარგა ხანია ინტეგრირებული ხარ ოღონ კოლონიის სტატუსით. ეს შენი პარლამენტი არის იქცი ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არის სრული ფიქცია! კიდევ რა უნდა გვიქნან ამ ინტეგრატორებმა რომ ეს გაიგოთ?!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს შენი პარლამენტი არის ფიქცია
2 წლის უკან