იაგო ხვიჩია ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე: ამ აქციას ბევრი განსაცდელი ჰქონდა, სხვადასხვა თემაზე გადაყვანის პერსპექტივის სახით, მაგრამ აქციამ შეინარჩუნა თვითმყოფადობა

იაგო ხვიჩია ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე: ამ აქციას ბევრი განსაცდელი ჰქონდა, სხვადასხვა თემაზე გადაყვანის პერსპექტივის სახით, მაგრამ აქციამ შეინარჩუნა თვითმყოფადობა

„გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

„ამ აქციას ბევრი განსაცდელი ჰქონდა - სხვადასხვა პროვოკაციის სახით, სხვადასხვა თემაზე გადაყვანის პერსპექტივის სახით, მაგრამ აქციამ შეინარჩუნა თვითმყოფადობა“, - აცხადებს ხვიჩია.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე მარტს 8 მარტის გადაცემაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.