ალეკო ელისაშვილი: მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა

ალეკო ელისაშვილი: მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა

ვანო მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ იმ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, აქციაზე ხალხი არც მერაბიშვილის და არც სააკაშვილის გამო არ მისულა.

„აბსოლუტურად სხვა რაღაცის გამო იყო ხალხი გამოსული, არავის მიერ არ იყო გამოყვანილი, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის გამო. არც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ გამოსულან. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი პარტიის ლიდერი დადიოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამ კაცს ვერ კრეფდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე მარტს 8 მარტის გადაცემაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.