ვანო მერაბიშვილი არის საქართველოში ადამიანებზე ძალადობის სისტემის შექმნის განსახიერება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„იყო ერთი განსაკუთრებით დიდი ნაწილი, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის. მათი პროტესტი ახალგაზრდული და გულწრფელი იყო. ასევე იყო ნაწილი აქციის მონაწილეებისა, პოლიტიკოსების მხრიდანაც მართული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ეს პროტესტი გამოეყენებინათ სწორედ რადიკალური მოქმედებებისთვის, რათა მათაც ის მძიმე სცენარი, რასაც „მაიდანი“ ჰქვია გაეთამაშებინათ საქართველოში. მერაბიშვილის ეს ინტერვიუ ზუსტად ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო სწორედ ეს. ვანო მერაბიშვილი არის განსახიერება საქართველოში ადამიანებზე ძალადობის სისტემის შექმნისა. რადიკალური ოპოზიციის გეგმები, მიუხედავად ამ პროტესტისა, შეუსრულებადია. იმიტომ, რომ იმ ახალგაზრდებს არ უნდათ ის, რაც ამ რადიკალური ოპოზიციის მესვეურებს უნდათ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე მარტს 8 მარტის გადაცემაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.