29 წლის კანადელ პოპვარსკვლავს ჯასტინ ბიბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყველა კონცერტის გაუქმება მოუწია. როგორც იცით, შემსრულებელს რამდენიმე თვის წინ რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინეს, დომელიც გამოწვეული ჰერპეს ზოსტერის ვირუსით. რამსეი-ჰანტის სინდრომი არის ინფექციური სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ასევე არის პერიფერიული სახის დამბლის მეორე მიზეზი ტრავმული წარმოშობის გარეშე.
რამსეი-ჰანტის სინდრომის შედეგად ზოგჯერ წარმოიქმნება სიმპტომები და სამედიცინო გართულებები, ესენია სახის დამბლა, თავის ტკივილი, გულისრევა, სხეულის ტემპერატურის ამაღლება, სმენის დაქვეითება, ტინიტუზი, თავბრუსხვევა და სხვა.
მომღერალმა განაცხადა, რომ კონცერტის ბილეთებში გადახდილი ფული ყველას აუნაზღაურდებოდა. ამჯერად მისთვის პრიორიტეტული ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვაა.