როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი კინოდან წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავმა სამსახიობო საქმიანობას დემენციის გამო დაანება თავი, რაც ხშირად იწვევს მეხსიერების დაქვეითებას. ბრიუსის ახლო მეგობრები აღნიშნავენ, რომ ბრიუსს დემენციის გამო ფილმებში ხშირად ტექსტების დამახსოვრება უჭირდა.
მათი თქმით, ბრიუსს “კერკეტი კაკალის” გადასაღებ მოედანზე ხშირად ტექსტები ავიწყდებოდა და სათქმელს სხვების ჩურჩულის დახმარებით ამბობდა.
ბრიუსი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს სწორედ მეგობრებთან ერთად ატარებს.