შალვა პაპუაშვილმა სამართალდამცველებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

შალვა პაპუაშვილმა სამართალდამცველებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სამართალდამცველს. ამ 2 დღის განმავლობაში მომსწრე ვიყავით, თუ რამდენად პროფესიონალურად იცავდნენ ისინი როგორც აქციის მონაწილეებს, ისე პარლამენტის შენობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს 2 დღე მძიმე იყო მათთვისაც. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც გვიანობამდე შენობაში იმყოფებოდნენ. მათ შორის ჩამტვრეულ ფანჯრებსა და „მოლოტოვის კოქტეილებზე“ რეაგირება უწევდათ ჩვენი აპარატის თანამშრომლებს, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს და მათაც მოუწიათ საპოლიციო ღონისძიების დროს გამოყენებული გაზის ჩასუნთქვა. ასე რომ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.