ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მიზანი მიღწეული არ არის, აქედან ისინი კარგად ამჟღავნებენ, რომ კანონი მხოლოდ საბაბი იყო

ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მიზანი მიღწეული არ არის, აქედან ისინი კარგად ამჟღავნებენ, რომ კანონი მხოლოდ საბაბი იყო

ჩვენ, საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ გადავდგით ნაბიჯი დეესკალაციისკენ და იმისთვის, რომ ძალადობა და რისკები აღკვეთილი იყოს. ერთი ადამიანის ჯანმრთელობაც არ ღირს არაფრის ფასად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მიზანი მიღწეული არ არის, აქედან ისინი კარგად ამჟღავნებენ, რომ კანონი იყო მხოლოდ საბაბი - ეს არის რეალობა. მათ სურთ პოლარიზაცია და ესკალაცია და ჩვენ მათ ამის საშუალებას ვერ მივცემდით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.