ჰარი სტაილსმა ძველი One Direction-ის მაისურით ფოტო ატვირთა და მაშინვე წაშალა

ჰარი სტაილსმა ძველი One Direction-ის მაისურით ფოტო ატვირთა და მაშინვე წაშალა

ცოტა ხნის წინ ჰარი სტაილსმა ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელშიც ძველი One Direction-ის მაისური ეცვა და მაშინვე წაშალა. მართალია, ჰარის ინსტაგრამზე ფოტო აღარ ჩანს, თუმცა ის მაინც მთელმა ინტერნეტმა ნახა და ტვიტერი ახლაც ამას განიხილავს.

ინტერნეტი მალევე მიხვდა, რომ ფოტოს წაშლის მიზეზი ძველი One Direction-ის მაისური იყო. ჰარის სარკეში გადაღებულ სელფზე ჩანდა, რომ მომღერალს 2012 წლის Up All Nigh ტურნის მაისური ეცვა, რომელზეც ჯგუფის ამჟამინდელ წევრებთან ერთად ლუის ტომლინსონიც იყო გამოსახული.

ლუის ტომლინსონმა ბენდი 2015 წელს დატოვა, ცოტა ხნის წინ კი იმაზე ისაუბრა, რომ One Direction-ში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. "უკან დაბრუნება ამ მომენტში ძალიან რთული წარმოსადგენია. თუმცა ცოტათი გამიკვირდება, რომ ბოლომდე ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ და რაღაც ეპატის მერე ჯგუფის წევრები ისევ არ გავერთიანდებით. ამისთვის მზად ვიქნებოდი, ახლა კი ბიჭებიც და ჯგუფის წევრად ყოფნაც ძალიან მენატრება, თუმცა საკუთარი საქმის კეთებაც მომწონს", — განაცხადა ტომლინსონმა.

მართალია, ლუის ტომლინსონი ბენდში არ ბრუნდება და ჰარის ფოტო ამას არ ნიშნავდა, თუმცა წაშლილ ფოტოზე მთელი ინტერნეტი ლაპარაკობს. ზოგი ფანის თქმით, შესაძლოა, ჰარის ფოტოს გაზიარება საჯაროდ არ სურდა და ის მხოლოდ მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ის აშკარაა, რომ ჰარის "წაშლილი" ფოტო უამრავმა ადამიანმა მაინც ნახა.