პარლამენტში დეპუტატი სალომე სამადაშვილი „იმედის“ ჟურნალისტს დაუპირისპირდა. ჟურნალისტ ნათია სონღულაშვილს, რომელიც ამ დროს ტელეფონით პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, სალომე სამადაშვილმა მუშაობაში ხელი შეუშალა და მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით პირადი პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.