ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი კურსი აირჩია, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს

ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი კურსი აირჩია, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ამის შესახებ აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირთებით მინისტრის "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ღარიბაშვილის თქმით, ომი ქვეყნის ტრაგედია იყო.

"რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენ ბევრი ვაჟკაცი დავკარგეთ, ისინი საქართველოს გმირები არიან! ყველა, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, ჩვენთვის ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის მომცემია. ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ბედზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხია იმ მძიმე გამოწვევებზე, რაც ომსა და ახალ დაბრკოლებებს მოჰყვა. ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
ომის წლისთავთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ შსს-ს თანამშრომელთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.