76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  "ახალი ძალის" მიერ ინიცირებული "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნა დაახლოებით 3 თვეში იქნება.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვას და მიღებას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, კანონის მიღებამდე ამერიკის საელჩომ განცხადება  გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა