მაგ დროს უკვე მძინავს — ჯეიმი ლი კერტისმა ოსკარის წვეულებაზე უარი თქვა

მაგ დროს უკვე მძინავს — ჯეიმი ლი კერტისმა ოსკარის წვეულებაზე უარი თქვა

მსახიობმა ჯეიმი ლი კერტისმა, რომელიც ფილმისთვის Everything Everywhere All at Once ოსკარზეა ნომინირებული, ახლახან ინტერვიუში გაამხილა, რომ ოსკარის წვეულებაზე მიიპატიჟეს, თუმცა წასვლაზე უარი თქვა, რადგან დასაძინებლად ადრე წვება.

"საიდუმლოს გაგიმხელთ. ოსკარზე წარდგენილი მსახიობებისთვის დახურული წვეულება ეწყობა, რომელიც საღამოს რვის ნახევარზე იწყება, თუმცა მე წასვლაზე უარი ვთქვი."

"შეიძლება, მკითხოთ, 'ჯეიმი შენ ხომ ოსკარზე ხარ წარდგენილი, ოთახში სხვა ოსკარზე ნომინირებულ მსახიობებთან ერთად იქნები.' მე კი უარი ვთქვი. რატომ? იმიტომ, რომ დედიკო ადრე იძინებს."

"რვის ნახევარი მალევე იქცევა ცხრა საათად, სანამ საჭმელს მოგვიტანენ, და იცით, რა? საღამოს 9-ის მერე უკვე ვეღარაფრით დამაინტერესებ."