შინაარსისგან დაცლილი და საზოგადოების მხარდაჭერადაკარგული ოპოზიციისგან ჩვენ დღეს ვხედავთ მორიგ მცდელობას, დაიწყოს რევოლუციური რევანშიზმი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია იმ პოლიტიკური ძალის დაჯერება, რომელიც ცალ-ცალკე და ერთად დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
„შეუძლებელია დაიჯერო ბოროტმოქმედი ბუნების მქონე პოლიტიკური ძალის და მისი ანასხლეტების მიზანი, დაიცვან დემოკრატია, ადამიანის უფლებები, განსხვავებული აზრი, ან კიდევ კანონის უზენაესობა. შეუძლებელია დაუჯერო იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცალ-ცალკე და ერთად დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. შინაარსისგან დაცლილი და საზოგადოების მხარდაჭერადაკარგული ოპოზიციისგან ჩვენ დღეს ვხედავთ მორიგ მცდელობას, დაიწყოს რევოლუციური რევანშიზმი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.