სარკეში ჩაიხედეთ, არ გრცხვენიათ? ზომბებად გადაიქეცით, - ასე მიმართა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს ხატია დეკანოიძეს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძე.
დაჩი ბერაიამ ეს განცხადება მათი მისამართით მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას შემდეგი სიტყვებით „არა რუსულ კანონს" მიმართავდნენ იმ დროს, როცა ის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
„რა დღეში ხართ, არაფრის არ გრცხვენიათ? სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარი თავის არ გრცხვენიათ? ამ ქვეყანას რამის არ გრცხვენიათ? მარტო ასე ბინდგადაკრული და რაღაც ზომბირებულად იქცევი, ზომბებად რომ გადაიქეცით“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.
ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი და ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის“ წევრებთან მივიდნენ შეძახილებით, „არა რუსულ კანონს“. მათ არ მისცეს საშუალება, კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ეპასუხათ.