ჯეი-ზიმ ვარდები გაუგზავნა ასაკოვან ქალებს, რომლებმაც რიანას Super Bowl-ის შოუ გააცოცხლეს

ჯეი-ზიმ ვარდები გაუგზავნა ასაკოვან ქალებს, რომლებმაც რიანას Super Bowl-ის შოუ გააცოცხლეს

2023 წლის 12 თებერვალს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რიანა კვლავ გამოჩნდა დიდ სცენაზე, თანაც არც მეტი, არც ნაკლები Super Bowl-ის ნახევარფინალის შოუში. ვარსკვლავის ცნობილ სიმღერებთან ერთად მსოფლიოს ყურადღება შოუს საინტერესო ქორეოგრაფიამ და რიანას სტილმაც მიიქცია.

ტიკტოკზე უკვე უამრავმა ადამიანმა სცადა, მეგობრებთან ერთად რიანას ცეკვის ილეთები გაემეორებინა; ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო კი, რომელმაც თავად ჯეი-ზის ყურადღებაც მიიქცია, ასაკოვან ქალებს ეკუთვნის.

ასაკოვანი ქალების ვიდეო, რომლებიც Arcadia Senior Living-ში ცხოვრობენ და რიანას სიმღერაზე Rude Boy ცეკვავენ, მთელს TikTok პლატფორმაზე ცნობილი გახდა — ვიდეო 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალებს ჯეი-ზიმ 100 წითელი ვარდიც კი გაუგზავნა წერილთან ერთად.

"ჩვენ გვიყვარს თქვენი ტიკტოკი Roc Nation-ში."

"თავი 16 წლის გოგო მგონია," — ამბობდა დონა მარტინი, რომელიც რიანას როლს ასრულებდა ვიდეოში, მას შემდეგ, რაც ვიდეოს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა ტიკტოკზე.

Roc Nation ჯეი-ზის კომპანიაა, რომელთანაც რიანას წლებია, რაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული.