სპორტული სამოსის ბრენდმა Puma-მ მილიარდერ მომღერალ და მეწარმე რიანასთან ახალი კოლაბორაცია დააანონსა.
ბარბადოსელ მომღერალთან თანამშრომლობა, Puma-ს ვებგვერდისა და სოციალური მედიის ანგარიშების საშუალებით, მცირე პოსტით – „ის დაბრუნდა“ – დაანონსდა. წარწერას კი თან სპორტული ბრენდისა და რიანას Fenty-ის ლოგოები ერთოდა. Fenty x Puma-ს გამოშვების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ, Puma-ს ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ.
რიანასა და Puma-ს თანამშრომლობის შესახებ დეტალები ამ ეტაპისთვის არ გასაჯაროებულა. მომღერალმა Puma-სთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ბრენდს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე შეუერთდა. მისი მუშაობის პერიოდში, რიანამ ექსკლუზიური სპორტული ფეხსაცმელი და ready-to-wear სტილის ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა და რამდენიმე ჩვენებაც მოაწყო.
Puma-სა და რიანას შორის ბოლო თანამშრომლობა 2017 წელს შედგა, ამავე წელს მომღერალმა კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty ფრანგულ კომპანია LVMH-ის მფლობელ ბერნარ არნოსთან ერთად დააარსა.
კოსმეტიკურ ბრენდ Fenty Beauty-ის გარდა, მილიარდერ მომღერალს თეთრეულის ხაზი Savage X Fenty-ც ეკუთვნის. სწორედ კოსმეტიკის ბრენდ Fenty Beauty-ის წყალობით, 2021 წელს მომღერალი მილიარდერი გახდა.