რატი იონათამიშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნების“ გუნდმა რუსეთთან მიმართებაში ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას, ისინი კი დგანან ჭორაობის მხარეს

რატი იონათამიშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნების“ გუნდმა რუსეთთან მიმართებაში ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას, ისინი კი დგანან ჭორაობის მხარეს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს ხათუნა სამნიძეს პასუხობს და მის განცხადებას ჭორაობას უწოდებს.

„ქართული ოცნება“, თუ საქმეს გადავხედავთ, არის ზუსტად ის პოლიტიკური პარტია, ის გუნდი, ვინც რუსეთთან მიმართებაში თუ ვისაუბრებთ, ყველაზე დიდი წარმატება ამ მხრივ, მოუტანა საერთაშორისო სასამართლოებზე ქვეყანას. სტრასბურგის გადაწყვეტილებაც და ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაც ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ჩვენ ფაქტობრივად გაფუჭებული საქმეების ამოქაჩვა დავიწყეთ ორივე სასამართლოში და ამას მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის ფაქტები. ისინი დგანან ჭორაობის მხარეს“, - აცხადებს იონათამიშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ამტკიცებს, რომ 2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. სამნიძე ამბობს, რომ მაშინ რესპუბლიკელების სიტყვით გამოსვლა ყირიმისა და დონბასის თემას ეხებოდა. რატომ დუმდა აქამდე „რესპუბლიკური პარტია“ და თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა რატომ დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება“ მხოლოდ ორი წლის შემდეგ - ეს არის მთავარი კითხვები, რომლებიც ახლა საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.