მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილს ქონება მიმართული აქვთ, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყანა, რეპუტაცია შეულახონ საერთაშორისო სივრცეში

მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილს ქონება მიმართული აქვთ, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყანა, რეპუტაცია შეულახონ საერთაშორისო სივრცეში

სააკაშვილს და კეზერაშვილს ქონება მიმართული აქვთ, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყანა, რეპუტაცია შეულახონ საერთაშორისო სივრცეში, რომ თითქოს საქართველო არის რუსეთის დაქვემდებარებული ქვეყანა,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„კეზერაშვილი, რომელმაც ომის შემდეგ გაძარცვა ჩვენი თავდაცვის უწყება და გახდა მილიარდერი, ეს ადამიანი, რომელმაც ამდენი ქონება შეიძინა მათი მმართველობის დროს და ოჯახი, რომელიც ამხელა კორუფციული წყაროთი ამხელა ქონების მფლობელია, სააკაშვილის ოჯახზე მაქვს საუბარი, მთელ ამ ქონებას მიმართავს იმისათვის, რომ პიარ კამპანია ჩაატარონ, თითქოს ვინმე აწამებს და კვდება სააკაშვილი. ეს ხდება იმისთვის, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყანა, რეპუტაცია შეულახონ საერთაშორისო სივრცეში, რომ თითქოს საქართველო არის რუსეთის დაქვემდებარებული ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს