ხაჭოს მაჭკატები

ხაჭოს მაჭკატები

ინგრედიენტები

300   გრამი მშრალი ხაჭო

2   ცალი კვერცხი

1   ს/კ არაჟანი

1   ცალი მოზრდილი ვაშლი

3   ს/კ შაქარი

ვანილი

ფქვილი ამოსავლებად

მომზადებ

გავხეხოთ ვაშლი.

ავურიოთ ყველა ინგრედიენტი. მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ თანაბარი ზომის ბურთულები და ხელით მივცეთ ოდნავ ბრტყელი, მრგვალი ფორმა. ამოვავლოთ ფქვილში.

გამოვაცხოთ ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე. მზა ხაჭოს მაჭკატებს შეგვიძლია მოვასხათ თაფლი, მურაბა და ა.შ.