უკრაინული გამოცემა სტრანა.უა ინფორმაციას ავრცელებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ.
„მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იგი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან“, - წერს გამოცემა.
უკრაინული გამოცემა სააკაშვილის ახლო წრეზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე ერთი წელია, რაც იასკოს მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში არ მიუკითხავს და მასთან კონტაქტსაც არ ინარჩუნებს.
მათი აზრით, ის სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა და მის მიმართ ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა. და უკრაინაში სააკაშვილის საკუთრების უფლების მოპოვება სურდა.
„ამბობდა, რომ ორსულად იყო. მიშას და დედამის შეატყობინა, რომ ბავშვს ელოდებოდა. აიძულა იგი გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე“, - განმარტავს წყარო მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვიდან.
წყაროს თქმით, იასკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ სააკაშვილის ქონება დედამისზე იყო გაფორმებული.