საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათაშვილმა „ქრონიკასთან“ „ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქციები შეაფასა.
„რაც უფრო მეტ აქციას დაგეგმავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სინამდვილეში ეს იქნება უფრო კარგი. ვინაიდან ეს დააჩქარებს მათი გაბანძების და გაარაფრების პროცესს. ამ პარტიებს რომ აღარაფრის უნარი აღარ აქვთ, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ამის საუკეთესო ლუსტრაცია იყო და იქნება მათ მიერ დაგეგმილი ე.წ. აქციები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.