ტურნირი შვიდკაცა რაგბიში დასრულდა (ვიდეო)

ტურნირი შვიდკაცა რაგბიში დასრულდა (ვიდეო)

ბათუმში, ანგისას სტადიონზე გამართული საქართველოს შეიარაღებულ ძალების შიდა ტურნირი შვიდკაცა რაგბიში დღეს დასრულდა. დაძაბული ბრძოლის შედეგად, პირველი ადგილი III ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები ოქროს მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ.

მეორე და მესამე ადგილები IV ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების გუნდებმა გაინაწილეს. მათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

ტურნირში სულ 9 გუნდი იყო ჩართული. ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის ორგანიზებით უკვე მეხუთე წელია იმართება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

წლევანდელ ტურნირში გამოვლენილი საუკეთესო რაგბისტებით სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი ქვიშის რაგბის ფესტივალში მონაწილეობას მისაღებად დაკომპლექტდება, რომლის ჩატარებაც აგვისტოში ასევე, ბათუმშია დაგეგმილი.