კაჰრამანმარაშსა და სხვა რეგიონებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლობით, ბათუმში გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტი, რომლის მისამართია: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი „აჭარაბეთ არენა“, გუდიაშვილის ქუჩა N8.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვა.