დიპლომატიური სკანდალი ბაქოსა და მოსკოვს შორის - აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ რუსეთში ვიზიტი გააუქმა.
მეჯლისის განცხადებით, მიზეზი, რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეების მიზანმიმართული მკვლელობა და ძალადობაა. აზერბაიჯანში გაუქმებულია რუსული მხარის ჩართულობით ყველა კულტურული ღონისძიებაც.
რუსეთში, ეკატერინბურგში, ეთნიკური აზერბაიჯანელების სახლებში ჩატარებული რეიდს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე დაშავდა. ძალოვნებმა 50 ადამიანი დააკავეს.
ბაქოს ვერსიით, პროცესი ძალადობრივი იყო და ეთნიკური ნიშნით ანგარიშსწორებას ისახავდა მიზნად.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიბარეს და კატეგორიული პროტესტი გამოუცხადეს.