აშშ-ში, აიდაჰოში მეხანძრე-მაშველებს ჩასაფრება მოუწყვეს და ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ორი მეხანძრე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტყის ხანძრის შესახებ მიიღეს შეტყობინება და ადგილზე გავიდნენ, სადაც მათ ჩასაფრებული პირები ელოდებოდნენ. ინფორმაციას cbsnews ავრცელებს.
კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, შერიფმა განაცხადა, რომ ტაქტიკური რეაგირების ჯგუფმა მობილური ტელეფონის მონაცემები გამოიყენა ტყიან ტერიტორიაზე დასაკვირვებლად, სადაც მათ ერთადერთი ეჭვმიტანილის ცხედარი და შაშხანა იპოვეს. მისი თქმით აღნიშნულ ტერიტორიას ცეცხლი სწრაფად უახლოვდებოდა.
მისი თქმით, ცხედარი და ცეცხლსასროლი იარაღი სწრაფად ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან. ეჭვმიტანილსა და ტაქტიკურ ჯგუფს შორის სროლა მოხდა.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხანძარი ეჭვმიტანილმა გააჩინა და მივიჩნევთ, რომ ეს ჩასაფრება იყო და განზრახ გაკეთდა. ამ მეხანძრეებს შანსი არ ჰქონდათ", - განაცხადა შერიფმა.