ბათუმში შვიდკაცა რაგბიში საქართველოს შეიარაღებული ძალების შიდა ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატი გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მორაგბეებს წარმატება უსურვა.
სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის ორგანიზებით უკვე მე-5 წელია იმართება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. ტურნირში სულ 9 გუნდია ჩართული.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი პრიზის სახით თასს და მედლებს მიიღებს. შიდა ჩემპიონატში გამოვლენილი საუკეთესო რაგბისტებით დაკომპლექტდება სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი ქვიშის რაგბის ფესტივალში მონაწილეობას მისაღებად, რომლის ჩატარებაც აგვისტოში ასევე, ბათუმშია დაგეგმილი.