ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები კუბელი ემიგრანტები სიკვდილით ემუქრებიან დიეგო მარადონას.
თურმე, არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე რამდენჯერმე უწოდა ფიდელ კასტროს გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რითაც კუბელი ემიგრანტების საყოველთაო ზიზღი დაიმსახურა.
მარადონას მოკვლით დაემუქრნენ ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა მაიამიში გაიმართა ამხანაგური შეხვედრა გერმანიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის.
მარადონამ იმ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო - დაშავებული იყო.
ახლა ტერორისტები იმუქრებიან, რომ განზრახვას სისრულეში მოიყვანენ ივნისში, აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების დღეებში, თუმცა ამჟამად ნათელი არ არის მარადონა ამ მსოფლიო ფორუმში მონაწილეობას თუ მიიღებს.
მუქარა მუქარად რჩება. ამას დაემატა დიდი უსიამოვნებაც - მოთმინებიდან გამოსულმა ვარსკვლავმა დაჭრა რამდენიმე ჟურნალისტი და ახლა არგენტინის მართლმსაჯულებასთან აქვს საქმე.