გიორგი ვოლსკი: პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის

გიორგი ვოლსკი: პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნების საკითხს ეხმიანება.

„პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული, გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ საკუთარი ამომრჩეველსაც დაკარგავენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ქვეყანას უწევენ ძალიან ცუდ სამსახურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.